გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

17-11-2023

„საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობით შეხვედრას მასპინძლობს. მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირობებში, იზრდება სხვადასხვა ზოონოზური (ადამიანის და ცხოველის საერთო დაავადება) და არაზოონოზური დაავადების გავრცელების რისკები. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ერთიანი ჯანდაცვის ფორმატში განვიხილავთ დაავადებების ზედამხედველობის და პრევენციის საკითხებს, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) კონფერენციაზე ", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, WOAH-ს ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბასილაძემ.


კონფერენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრებში, სხვდასხვა ქვეყნის 65 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, ონლაინ ფორმატში. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული ცხოველთა ვექტორული დაავადებების შესახებ. ორგანიზაციის წევრებმა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იმსჯელეს გლობალური და რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ზედამხედველობას, ცნობიერების ამაღლებას და დაავადების შემთხვევის დროს სწრაფ რეაგირებას გულისხმობს.


„საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება; მრგვალი მაგიდის ფორმატში განვიხილავთ მწერებისგან გამოწვეულ ვექტორულ დაავადებებს, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი ვეტერინარიის მიმართულებით, იქნება ეს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა თუ ვეტერინარული დაავადებების კონტროლი", -აღნიშნა WOAH-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბუდიმირ პლავჩიჩმა.


ორგანიზაციის წევრებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია.


ღონისძიებებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის (WHO) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930