გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

17-11-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას, სურენ პაპიკიანს შეხვდა.


ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.


ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ, მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728