გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებს ფერმერთა დღე მიულოცა

17-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ფერმერებს ფერმერთა დღე მიულოცა.


ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


შამუგიას განცხადებით, ფერმერების დამსახურებაა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები გაზრდილია, ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა მეტია და მუდმივად მზარდია ექსპორტი.


„ჩვენი ფერმერების, მეწარმეების, დამსახურებაა ის ფაქტი, რომ შესაძლებლობები, რომელიც აგრარული წარმოების კუთხით ჩვენს ქვეყანას აქვს, სულ უფრო მეტად არის გამოყენებული; შედეგად, გაზრდილია ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები, მეტია ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა, მუდმივად მზარდია ექსპორტი. ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა ჩვენი მეწარმეების და ფერმერების საქმიანობის შედეგია. ამ შედეგის მისაღწევად და ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, სახელმწიფოს მხრიდან უკვე ათეულ წელზე მეტია ხორციელდება ფინანსური, ტექნიკური, თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშემწყობი პროგრამები. სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,8 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,9 მილიარდი ლარია.


სახელმწიფოს მხარდაჭერის და ძლიერი ფერმერული მეურნეობების, თანამედროვე წარმოების შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით, 4.4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში თითქმის 145%-იანი ზრდა გვაქვს. სულ მალე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრენი ვიქნებით. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ყველა სხვა სიკეთეებთან ერთად, ჩვენი ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენი ფერმერები ქმნიან მეტად ცნობადი და მეტად მოთხოვნადი გახდება ევროპის და არა მარტო ევროპის ბაზარზე.


წარმატებებს გისურვებთ ფერმერებო, თქვენ ქმნით დოვლათს, რომელიც სახელმწიფოს აძლიერებს, თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულია ახალი, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები და ეს მიდგომა გვექნება სულ. სახელმწიფო იქნება თქვენი მხარდამჭერი ქართული წარმოების ზრდის და გაძლიერების საქმეში“, - აცხადებს ოთარ შამუგია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930