განათლების მინისტრის ორი მოადგილე თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებნობიდან გათავისუფლდნენ.
პოსტი დაატოვებინეს ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, თამარ სანიკიძეს.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობებს ტოვებენ, მინისტრის მოადგილეები -თემურ მურღულია, ლია გიგაური; თამარ სანიკიძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის დირექტორი; გიორგი მაჩაბელი - მასწავლებლის პროფესიული გნვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი; მანანა მიქაბერიძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; მაია მიმინოშვილი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
მინდ მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული თანამშრომლობისთის.
მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება და 7-ის ნაცვლად იქნება 5. ცვლილებები გაგრძელდება და მათ უახლოს მომავალში ვიხილავთ“- განაცხადა ბატიაშვილმა.