გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

19-11-2023

„თქვენს საქმიანობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მადლობას მოგახსენებთ, რომ ქმნით ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომლითაც საქართველო თამამად პოზიციონირდება მსოფლიოს არაერთ, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში," - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს, რომლებიც პროფესიული დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ეს დღე 2015 წლიდან იმართება.


„საქართველოს სახელმწიფოს აქვს არაერთი ინსტრუმენტი, რათა განაგრძოს თქვენი გვერდში დგომა - იქნება ეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გზით. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ბოლო წლებში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ და დღეს ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შეუძლია. მეტიც, ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც ვაგრძელებთ წარმატებით მუშაობას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. წელს არსებულ ნომინაციებს კიდევ ერთი - „წლის აგროტურისტული ობიექტი" შეემატა, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ქვრივიშვილმა გამოავლინა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930