19-11-2023
„რაჭის ტყის გადარჩენის" აქციას გამართვის მართებულობას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მასში ნათქვამია: „აჭრელებულია სოციალური ქსელი აღშფოთებული მოქალაქეების უკმაყოფილებით: რატომ არ მისცეს უფლება სამართალდამცველებმა გულანთებულ ახალგაზრდებს გელოვანის გამზირი გადაეკეტათ და კარვები გაეშალათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. რატომ დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მოძრაობა „ხმა"-ს წევრები, რომლებიც „პოლიტპატიმარ ლაზარეს" გათავისუფლებისთვის იბრძვიან და ვარლამ გოლეთიანი - „რიონის ხეობის დამცველი".
პირველადი ინფორმაციით, კარვების ქალაქი ემსახურება "რაჭის ტყის გადარჩენის" აქციას, სადაც თავდაპირველად შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 49-წლიანი ლიცენზია გადაეცა 104 712 ჰა ტყეზე, სადაც სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო (მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო). გარდა ამისა, უნდა განხორციელებულიყო 5 მილიონი ლარის ინვესტიცია - რაზეც კომპანიამ საბოლოო ჯამში უარი განაცხადა და ამით დაარღვია პირობადებული საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფოსთან.
ამის გამო, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით, ანუ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“-თან ხელშეკრულების შეჩერების და საიჯარო ლიცენზიის გაუქმების მიზნით. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით "გლობალური ომის პარტიის" აგენტებს („გოპ"-ნიკებს) ხელიდან ეცლებოდათ მორიგი საპროტესტო ცხელი მუხტი და ამიტომ დაიგეგმა უაზრო, მაგრამ კიდევ ერთი „ხმამაღალი" პროვოკაცია.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დამფუძნებელ დავით ხიდეშელს გაუხსენეს ყველაფერი ის, რომ მან „დავით გარეჯას" საქმეზე ჩამოიტანა დოკუმენტური მტკიცებულებები, ის რომ თითქოს და მისი ბიზნეს-პარტნიორია „რუსი ოლიგარქი" ევტუშენკოვი და რაჭის თემასთან ახლო შემხებლობაშიც არ მქონე სხვა სისულელე. დღეს ამ სისულელეზე აგებით, მაშინ როდესაც წარმოებაშია რაჭის ტყის მასივზე აღნიშნული ლიცენზიის ანულირების პროცესი „ლაზარეს" გადარჩენის კომიტეტი და „რიონის ხეობის დამცველები" ცდილობენ კარვების ქალაქის ახალი კერის შექმნას. ყველაზე სამწუხაროა ჩემთვის არა „გოპ"-ნიკების ქცევა, რაც ტრადიციულად გამიზნულ პროვოკაციასთან არის დაკავშირებული და ვითარების „მაიდანიზაციის" ზოგად კონცეფციაში ჯდება, არამედ ამ მორიგ „გულანთებულ პატრიოტებზე" რომ ღვრიან ცრემლს მოქმედ ხელისუფლებაზე ნაცებზე უფრო გაბოროტებული ჩვენი პატრიოტული საზოგადოების წევრები. არც „ლაზარეს" მხარესაც რომ არ უნდათ იყონ და არც „ლაზარეს" კანონიერი „დამსჯელების" მხარეზე. ძალიან ძნელია ორ სკამს შორის ბალანსირება, ძნელი, გაუგებარი და წამგებიანი. ჩამოყალიბდით,“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.