გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი: ღიად უნდა ვუთხრათ არა ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს

19-11-2023

ღიად უნდა ვუთხრათ არა ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის.


„ძვირფასო კოლეგებო, დღეს ერევანში შევიკრიბეთ იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად შეიქმნა. მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. მსურს გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში.


ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა თუ რა არის ოკუპაცია. საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს.


ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული; ასი ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადასახლებული საკუთარი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია; ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან. მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს, რომ ის რასაც უკრაინაში ვხედავთ, იმ ქმედებების გაგრძელებაა, რასაც რუსეთი 30 წლის განმავლობაში იყენებდა საქართველოში და რუსეთის ამბიციები საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ღიად უნდა ვუთხრათ არა ოკუპაციას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნები დავუბრუნოთ საერთაშორისო წესრიგს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930