გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სოფელ ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

20-11-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მიმდინარე პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც ონის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 569 790 ლარს შეადგენს.

 

სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ივლისის თვეში იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930