20-11-2023
დუშეთის, საცხენოსნო კლუბის " 300 არაგველის" და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, ტარიელ ჩიხაშვილის პირადი ჩართულობით, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ მლაშეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ( 8 კმ. 5 წრე) გაიმართა.
დოღში მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით, 14 მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ მხედრები. პირველი ადგილი, მხედარმა - დავით ფერაძემ დაიკავა, ხარაგაულიდან. მეორე ადგილი ერგო გიორგი ცინცაძეს ჩოხატაურიდან, ხოლო მესამე ადგილი - მირზა აფციაურს გუდამაყრიდან.
გაიმართა ასევე, შერეული ჯიშის ცხენების დოღი, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - სოსო რამიშვილი ჩოხატაურიდან, II მეორე ადგილი - ჯაბა ბერიძე ხარაგაულიდან, III ადგილი - იორამ იჭირაული, თუშეთიდან.
საპრიზო ადგილზე გასულ მხედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და ბრენდირებული ღვინოები გადაეცათ.
აღნიშნული დოღი წელს მეორედ გაიმართა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
16-11-2024
16-11-2024