გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრები მიმდინარეობს

21-11-2023

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფინალურ შეხვედრას მასპინძლობს.


პროექტში ჩართულმა 20 ქვეყნის წარმომადგენელმა სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოსავლის გაუმჯობესების საკითხების მიმართულებით სამომავლო გეგმებსა და პოტენციური პროექტების განხორციელებაზე  იმსჯელეს.


შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეიური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილმა და ატომური ენერგიის საერთაშირისო სააგენტოს პროექტის კოორდინატრომა, ფატმა სარსუმ გახსნეს.


„მოხარული ვარ, რომ საქართველო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის  შემაჯამებელ შეხვედრას. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოვადგენდეთ აღნიშნული პროექტის წევრ ქვეყანას, ვინაიდან, პროექტი ხელს უწყობს როგორც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე სირთულეების დაძლევას,  ასევე მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.


საერთაშორისო პროექტში, რომელიც მოიცავდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ასევე თეორიული გადამზადების კურსებს, ჩართული იყო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები.


ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წილკანში სადემონსტრაციო ბაზის მონახულება, სადაც დელეგაცია ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს, ჩატარებულკვლევებსა და  შედეგებს გაეცნობა.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსტექნიკური თანამშრომლობის პროექტი RER5024 „ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ძირითადი საკვები კულტურების პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ“ 2020წლიდან მიმდინარეობდა, ხოლო ფინალური შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოში 20-24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930