10-09-2018
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც საქმე აგვისტოს ომს ეხება, განცხადებების გაკეთების დროს სტრასბურგსა და ჰააგაში მიმდინარე სასამართლო დავები უნდა იყოს გათვალისწინებული და მხედველობაში მიღებული. მისივე თქმით, სასამართლო ზოგჯერ მტკიცებულებების სახით განცხადებებსაც ითვალისწინებს. „ჩვენ ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით ვართ წარდგენილი როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოს წინაშე. სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ მიზნად ვისახავთ დავამტკიცოთ ის, რაც არის რეალობა, რომ აგვისტოს ომი არის რუსეთის მიერ დაწყებული და ნაწარმოები, რომლის შედეგიც ეთნიკური წმენდაა. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია მტკიცებულებები და არა განცხადებები. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადებისას, მნიშვნელოვანია, რომ მხედველობაში ვიქონიოთ ის, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს სახელით მიჰყავს ეს ორი დავა და მტკიცებულებების შეგროვებისას შეიძლება ხანდახან განცხადებაც იყოს სასამართლოების მიერ მხედველობაში მიღებული, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს“- განაცხადა წულუკიანმა