გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის განცხადებები ზურაბიშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ "ნაცმოძრაობასა" და მას შორის

21-11-2023

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

 

კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ნაწილი გახდა.

 

"არასერიოზულია მისი [მიხეილ სააკაშვილის] ქმედებები, არასერიოზული იყო მისი სიმულიანტობა, არასერიოზულია სიმულიანტობიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნება. რაც შეეხება მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ "ნაცმოძრაობასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" შემადგენელი ნაწილი" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იგი ასევე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას იმასთან დაკავშრებით, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში იხილოს საზოგადოებამ.

 

"ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი, რომ არსებობს ასეთი გეგმა: სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია. რაც უფრო მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის, მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ" - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728