23-11-2023
"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავი
მობილიზდნენ რევანშისტები და ზეიმობენ საკუთარი მართველობის ცხრაწლიან ჯოჯოხეთს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, თავისუფალი მედიის განადგურებას, ბიზნესის ტერორს, ქვეყნის 20% დაკარგვას, ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდების ხოცვას, საძინებლებში კამერების დაყენებას და მერე კოლექტიურ ჩვენებებს, ციხეებში პატიმრების წამებას, აგვისტოს ომს და მიტოვებულ დაჭრილ-დახოცილ ჯარისკაცებს - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
ექსპერტის თქმით, ტაშს უკრავენ ჯოჯოხეთის შემოქმედებს: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, გვარამიას, ახალაიას, მეგის ქარდავას.
"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავი
მობილიზდნენ რევანშისტები და ზეიმობენ საკუთარი მართველობის ცხრაწლიან ჯოჯოხეთს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, თავისუფალი მედიის განადგურებას, ბიზნესის ტერორს, ქვეყნის 20% დაკარგვას, ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდების ხოცვას, საძინებლებში კამერების დაყენებას და მერე კოლექტიურ ჩვენებებს, ციხეებში პატიმრების წამებას, აგვისტოს ომს და მიტოვებულ დაჭრილ-დახოცილ ჯარისკაცებს. აი ამას ზეიმობენ დღეს, ტაშს უკრავენ ამ ჯოჯოხეთის შემოქმედებს: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, გვარამიას, ახალაიას, მეგის ქარდავას და ა.შ. და რაც მთავარია ამ სიბოროტის და კრიმინალების მხარდამჭერ-შემწყალებლად მოგვევლინა ჩვენი არჩეული პრეზიდენტი, უსირცხვილო, ყოველგვარი ადამიანური თვისებებისგან დაცლილი არალეგიტიმური პრეზიდენტი. აბა თქვენ იცით ქალბატონო სალომე, პირველ რიგში დაჯექით და იზეიმეთ სააკაშვილის მართველობის ცხრაწლიანი ჯოჯოხეთი" -წერს ფოჩხუა Facebook -ზე.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |