გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია - ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა

24-11-2023

აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას.


„სასიხარულოა ჩემთვის მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალურ პროგრამაში (SPECA) ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტში მონაწილეობა. მაქვს პატივი, საპატიო სტუმრის რანგში მივმართო დღეს აქ შეკრებილ გამორჩეულ საზოგადოებას.


პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში, ამ ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის და ულამაზეს ქალაქ ბაქოში ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის.


მე ასევე გულწრფელად გილოცავთ ამ პროგრამის დაარსების 25 წლის იუბილეს, რომელიც შეიძლება ითქვას, უნიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა სექტორული თანამშრომლობისთვის და ჩარჩო ინიციატივად იქცა რეგიონში სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.


აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930