გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1 აგვისტოდან 20 აგვისტომდე საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა

11-09-2018

შიდსის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 2018 წლის 1 იანვრიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.


ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 397 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, 20 დღეში კი აივინფიცირებულთა რიცხვი 36-ით გაიზარდა.


ტელევიზიის ინფორმაციით, აჭარაში დღეის მდგომარეობით 636 ადამიანია ინფიცირებული, ყოველთვიურად კი 5-დან 7-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 


2013 წლიდან დღემდე შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება. 2016 წელს დაავადებულთა რაოდენობა 702 იყო, 2017 წელს - 778, 2018 წელი (20 აგვისტომდე) - 813 ინფიცირებული. 


აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშიარეგისტრირებული, შემდეგ ადგილზე სამეგრელო და აჭარის რეგიონებია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განმარტებით, რეგიონში მაღალი მაჩვენებელი ბევრი ახალი შემთხვევის გამო კი არ არის, არამედ იმიტომ რომ ახლა დაავადების გამოვლენის შესაძლებლობები გაუმჯობესდა. 


შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში მუდმივად იზრდება, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან, მაგალითად ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია - ამ ქვეყნებში აივ ინფექციით დღეს იმაზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე გასულ წლებში.


commersant

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31