გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალაქ ონში, 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება

27-11-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ახალი პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ონში,100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.

 

ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

 

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 2 265 000 ლარს.

 

პროექტის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031