11-09-2018
როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანი არცრუნ ოვანესიანი იუწყება, სომხეთში – კალაშნიკოვის АК-12 და АК-15 ავტომატების უახლესი მოდელების წარმოება დაიწყება. შესაბამის ხელშეკრულებას მოსკოვში უკვე მოეწერა ხელი:
შეთანხმებას ხელი მოაწერეს კომპანია „Royalsys Engineeringltd“-ის პრეზიდენტმა დავიდ გალასტიანმა და კონცერნ „კალაშნიკოვის“ დირექტორის მოადგილემ ანდრეი ბარიშნიკოვმა.
შეთანხმების წვრილმანები ცნობილი არ არის. სამხედრო ექსპერტი ერევნიდან, კარენ ვრტანესიანი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ სომხეთის მხრიდან ხელშეკრულებას „სრულიად უცხო კომპანიამ“ მოაწერა ხელი.
მისი მოსკოველი კოლეგა ლეონიდ ნერსესიანი აღნიშნავს, რომ საქმე სწორედ კონტრაქტს ეხება, და არა მემორანდუმს ან წინასწარ შეთანხმებას. მისი აზრით, სომხეთში ალბათ უფრო ავტომატების აწყობა მოხდება:
„ვფიქრობ, ან აწყობა მოხდება, ან ცალკეული შემადგენელი ნაწილების წარმოება. მაგრამ ეს ალბათ ლიცენზირებული აწყობა იქნება. ნაწილების უმეტესობას რუსეთიდან გამოაგზავნიან.
სომხეთში წარმოების დაწყების თაობაზე რუსული კომპანიის გადაწყვეტილებას ლეონიდ ნერსესიანი ეკონომიკური სარგებლით ხსნის:
„ლოჯისტიკის თვალსაზრისით, სომხეთში დეტალების ჩამოტანა უფრო მოსახერხებელია. და, რაც მთავარია – სომხეთში აწყობა უფრო ხელსაყრელია, რადგან აქ უფრო დაბალი ხელფასებია. სომხური მხარისთვის კი – ეს დამატებითი სამუშაო ადგილებია“.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთის სამხედრო მრეწველობაში გრძელვადიანი ინვესტიციების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. და ბევრი რამ კალაშნიკოვის ავტომატების АК-12 и АК-15-ის წარმოების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.
16-11-2024
16-11-2024