გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ცააძის შეწყალებას გეგმავს

11-09-2018

მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე "იმედის კვირასთან" პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა, შეიწყალებს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის აპირებს "შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დანარჩენი პოლიტპატიმრები, რომლებიც ციხეში არიან, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიორგი ცააძე".

"იმიტომ, რომ მორჩა უკვე.. პოლიტიკური დევნა საქართველოში უნდა დამთავრდეს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ხოლო უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს, მეუღლის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელი ცნობა მისცა

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.მის მიმართ საერთო სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.

გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



imedinews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031