28-11-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ორ ფოტოს ავრცელებს, სადაც ერთზე პრემიერი ღარიბაშვილი და ევროკავშირის ელჩია საქართველოში, ამ უკანასკნელის ციტატით: „ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა“, ხოლო მეორეზე „ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი არველაძე ციტატით: „არავითარი არჩევნები! მხოლოდ და მხოლოდ - რევოლუცია!“.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გიორგი არველაძის ამ განცხადებას „ნაცმოძრაობა“ უნდა გაემიჯნოს და იგი პარტიიდან გარიცხონ.
„ამ ორი ფოტოდან ერთ-ერთზე ევროპელები არიან გამოსახული, მეორეზე - ემიგრაციაში, ცოლის საცვლებში გახვეული ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს, რუსთაველზე ტრიბუნა დაიდგას და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს. მშიშარა, ლაჩარი, უსამშობლო არაადამიანი - კრებსითი სახე მათი ე.წ. პარტიის „ევროპულობის, დემოკრატიულობის, ცივილიზებულობისა და პოლიტიკოსობის“. ახლა თუ ერთი ადგილი შეგრჩათ - გაემიჯნეთ მის „დემოკრატიულ“ მოწოდებას, სექტანტებო! ეგეც გარიცხეთ თქვენი სამარცხვინო რიგებიდან!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |