11-09-2018
საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს. მიზეზი, მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდაა. ბოლო მონაცებით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება, 79 აშშდოლარია, ხოლო ლარის კურსი 2,58-ს გადასცდა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 2.60 ლარამდე გაძვირდება.
ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე როგორც ნედლი ნავთობის, ასევე ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება. ერთი ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ღირებულება 79 აშშ დოლარია. გაძვირება ჯერჯერობით არ დაწყებულა საქართველოში მსხვილ ბენზინგასამრთ სადგურებზე, თუმცა მცირე აგს-ების ნაწილმა, ფასის მატება უკვე დაიწყო.
ღორებულების უცვლელად შენარჩუნების მიზეზი, სავარაუდოდ, მარაგებია, რომლებიც ჯერ არ ამოწურულა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ისიც რამდენიმე დღეში ამოიწურება და ფასის ატებაც დაიწყება.
16-11-2024
16-11-2024