გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

28-11-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მრჩეველთან სიმუზარ ფეიზულაევასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსთან თურალ აჰმადოვთან დაბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ელჩინ მამედოვთან აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით არსეულ გამოცდილებაზე; ამავე დროს, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც.

 

„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თსუ-ში კავკასიოლოგიის კათედრაზე მოქმედებს როგორც აზერბაიჯანის ისტორიის, ასევე ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და ურთიერთობის პერსპექტივებზე.

 

შეხვედრაზე რექტორმა აზერბაიჯანელ კოლეგებს სამომავლოდ ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნა და უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება შესთავაზა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უახლოეს მომავალისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031