საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშეა ვალდებული.
ამის შესახებ ბახტაძემ კონფერენციაზე - "მსოფლიო თავდაყირა - 2018" Financial Times-ის ჟურნალისტის მიერ დასმული იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
„მე ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე და ეს მკაფიოა. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები. მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრები. ასევე, ჩვენი განვითარება საერთაშორისო შეფასებებში“, - განაცხადა ბახტაძემ.