გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უჩა მამაცაშვილი: ვიღაც ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას ცდილობდა 

11-09-2018

უჩა მამაცაშვილის განცხადებით, ვიღაც მისი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას ცდილობდა, რასაც პოლიტიკური ელფერი აქვს.
მამაცაშვილი საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
„ლეგენდები ჩემი, ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ. გამონაკლისი, არც ,,ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.
შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს“, – ნათქვამია უჩა მამაცაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა აუდიო-ჩანაწერი, სადაც საუბარი, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრ ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლ ზაზა ოქრუაშვილს შორის მიმდინარეობს. ჩანაწერში უჩა მამაცაშვილის სახელი ფიგურირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930