გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი უცხოელი აგენტების შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე: ის ადამიანები რას იტყვიან, ვინც “არა რუსულ კანონს” გაიძახოდნენ და ამით ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ?!

1-12-2023

ევროკომისია, ევროკავშირს რუსეთში მიათრევს! არა ევროკომისიის მიერ მომზადებულ რუსულ კანონს!!! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, როგორც ევროკომისია განმარტავს, კანონპროექტი გამჭვირვალობის ვალდებულებების დაწესებას ითვალისწინებს იმ უცხოური ფონდების და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.


შაქარიშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც საქართველოში ამავე მიღებას აპროტესტებდნენ, დანაშაულს ვერ ჩამოირეცხავენ.


"ევროკომისია, ევროკავშირს რუსეთში მიათრევს! არა ევროკომისიის მიერ მომზადებულ რუსულ კანონს!!! აბა, გააღეთ პირი და თქვით ააა - უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, ევროკომისია 12 დეკემბერს წარადგენს. მათი განმარტებით, კანონპროექტი ევროპული დემოკრატიის დასაცავად შეიქმნა, რომელიც ითვალისწინებს, გამჭვირვალობის ვალდებულებების დაწესებას იმ უცხოური ფონდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. სად არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი?! კელი დეგნანი?! დროშები ჩქარა! მადამ პრეზიდენტო, სასწრაფოდ შეიწყალე ლაზარე და მიავლინე ბრიუსელში! ეს ფარისევლები და საქართველოს მტრები! რამხელა პროვოკაცია მოუწყვეს ქვეყანას!

საზოგადოების უმრავლესობისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ დიდ ფარსთან გვქონდა საქმე, მაგრამ აი ის ადამიანები რას იტყვიან, ვინც “არა რუსულ კანონს” გაიძახოდნენ და ამით ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ?! პოლიციელებს ცოცხლად წვავდნენ, პარლამენტზე შტურმს ახორციელებდნენ, ორი ღამის განმავლობაში ქალაქს არბევდნენ… ამ დანაშაულს ვერასოდეს ჩამოირეცხავთ!!!" - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930