გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: მარიხუანას წარმოება მხოლოდ სამედიცინო მიზნით უნდა მოხდეს

11-09-2018




პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცადებით, მარიხუანას წარმოება და ექსპორტი მხოლოდ ფარმაცევტული მიზნით მოხდება.

მისივე თქმით, ინიციატივა არა მარიხუანას ნედლი სახით, არამედ მისი პროდუქტის ექსპორტს გულისხმობს.

 

„საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე, დისკუსია იყო პრინციპზე, რომ მხოლოდ საექსპორტოდ, სამედიცინო და ფარმაცევტული მიზნით მოხდეს წარმოება. აზრთა სახვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს ძირითადად იმიტომაა, რომ ეს თემა სტიგმატიზირებულია,  სტერეოტიპების ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩვეულებრივი თემაა,  როდესაც სახელმწიფო აწარმოებს ნარკოტიკიკულ საშუალებებს.

ნედლზე არაა საუბარი, პროდუქციაზეა საუბარი, რაც  თავისთავად გამორიცხავს ნედლი სახით ექსპორტს.

მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის პოზიციაც იგივეა, რომ ეს იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო“- განაცხადა ზოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31