გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

1-12-2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHaussGmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ (www.vinum.eu) ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო (https://bitly.ws/ZkrJ) უძღვებოდა.


ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე დაესწრო.


„ციურიხში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია და მასტერ-კლასი მეღვინეობის სფეროში ევროპაში უმსხვილესი გამოცემა „ვინუმის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას შვეიცარიის ბაზარზე. ქართული ღვინის წარდგენას 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, მათ შორის, ადგილობრივი დარგის ექსპერტები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და იმპორტიორები დაესწრნენ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.


დავით ტყემალაძის განცხადებით, ბოლო წლებში,შვეიცარიაგამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, არაერთი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა.


შვეიცარიაში განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს შორის, აღსანიშნავია ქალაქ ბერნში გამართული „ქართული ღვინის ფორუმი”; ქალაქ ციურიხში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „OrtsmuseumHongg” ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი ეთნოგრაფიული ჟანრის პერმანენტული გამოფენა „საქართველო-8000 მოსავალი“; ქართული ღვინის მწარმოებლების მონაწილოება გამოფენაში „ექსპოვინა“ და სხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930