1-12-2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IBTM 2023 მიიღო მონაწილეობა.
საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში დიდი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნითშეხვედრები გაიმართა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
IBTM 2023-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. 3 დღიან გამოფენას 15 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |