გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: რატომ ფიქრობენ, რომ საქართველოს ოკუპაცია ნაკლებად მტკივნეულია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინის მიმდინარე ომი

1-12-2023

"რატომღაც ავიწყდებათ, რომ ზუსტად 2008 წლის ომის შემდეგ (ორი წლის შემდეგ), არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა ეუთოს მსგავს მინისტერიალში, სადაც რუსეთის მხრიდან მონაწილეობას იღებდა, როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ისე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა რადიკალური ოპოზიციის კრიტიკის პასუხად.


სუბარის თქმით, ის ადამიანები, ვინც დღეს საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის გამო, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან და ცდილობენ, დააზიანონ საქართველოს ინტერესები.


„ადამიანები, რომლებიც ეუთოს მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას აკრიტიკებენ, არიან ჩვეულებრივი მოღალატეები და ცდილობენ ყველაფერში დააზიანონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. რატომღაც ავიწყდებათ, რომ ზუსტად 2008 წლის ომის შემდეგ (ორი წლის შემდეგ), არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა ეუთოს მსგავს მინისტერიალში, სადაც რუსეთის მხრიდან მონაწილეობას იღებდა, როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ისე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ოკუპანტთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდნენ. რატომ ფიქრობენ, რომ საქართველოს ოკუპაცია ნაკლებად მტკივნეულია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინის მიმდინარე ომი. ეს არ არის უბრალოდ ორმაგი სტანდარტი, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ჩვეულებრივი ღალატი“ - განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031