12-09-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იხილება დღეს მთავრობის სხდომაზე, რომელიც გულისხმობს თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას. ამ მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწის ნაკვეთს გადასცემს, სადაც აშენდება აღნიშნული სკოლა და ცენტრი 230 ბენეფიციარისთვის, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა