4-12-2023
როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწადნახევარში შეიქმნა? - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: "ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება."
მისი თქმით, გახარიას, წლების განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და გაუგებარია, რატომ არავის წაუყენა ბრალი, თუ ფიქრობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა რამდენიმე ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება.
"როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწადნახევარში შეიქმნა? ასეთი "შექმნილი" ოჯახი მე ერთი ვიცი - კალოშებით ხორცის დახლიდან სოციალურად დაუცველი რომ გაგიმდიდრდათ. მაგრამ მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი გეკავათ, თქვენს კლანს კი - უშიშროების საპასუხისმგებლო პოსტები. ნუ, პრემიერ-მინისტრის პერიოდს ხომ საერთოდ "არ ვეხები". დაიჭირეთ ვინმე? ბრალი წაუყენეთ? თუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს "ახლად შეუღლებული" ოჯახებია? შეკითხვა მარტივია: ახლა ცრუობთ, მაშინ გეშინოდათ თუ ამჟამად - ორივე ერთად?" - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |