გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ნოდარ მელაძის „ფეიკ“ ქარხანა ამჯერად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების უმთავრესი გარანტის - ქართული ჯარს დისკრედიტაციას ეცადა

5-12-2023

ნოდარ მელაძის „ფეიკ“ ქარხანა ამჯერად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების უმთავრესი გარანტის - ქართული ჯარს დისკრედიტაციას ეცადა, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლოს, შეიარაღებული ძალების შესახებ აბსურდული ბრალდებების გაჟღერება, თითქოს ჯარი დაბალი დონის საკვებით მარაგდება, მხოლოდ ანტიეროვნულ ოპოზიციურ ტელევიზიაში მოუვიდოდათ აზრად.


"ნოდარ მელაძის „ფეიკ“ ქარხანა ამჯერად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების უმთავრესი გარანტის - ქართული ჯარს დისკრედიტაციას ეცადა. ჯარში კვების შესახებ აბსურდული ბრალდებით დაბალი დონის „ფეიკ ნიუსის" შექმნა, მხოლოდ ანტიეროვნულ, რადიკალურ-ოპოზიციურ ტელევიზიაში თუ მოუვიდოდათ აზრად; როდესაც, რეალურად ჯარში კვების უმაღლესი ხარისხია, მიიღება საუკეთესო პროდუქტი, რომელიც მოწმდება და ინახება შესაბამისი წესების ზედმიწევნით დაცვით, იღება სინჯები და ხარისხი კონტროლდება სხვადასხვა მექანიზმით.


"ჟურნალისტი" მელაძე გაცვეთილი ხელწერით, მოძველებული მეთოდებითა და სიცრუის ტირაჟირებით, ვერ შებღალავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ სიმბოლოს, ქართულ ჯარს!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილ Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031