12-09-2018
ქართული დელეგაცია კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.
ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებთან, ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან იგეგმება შეხვედრები.
„მიმდინარე კვირის ბოლოს ოფიციალური ვიზიტით მივემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ვაშინგტონში.იგეგმება შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან. ბუნებრივია, საუბარი გევქნება იმ ყველაზე მწვავე გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც იქნება განხილული. მონაწილეობას მივიღებთ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. მოგეხსენებათ, ესაა ტრიბუნა, რომელიც საშუალებას იძლევა მთელი მსოფლიოს გასაგონად დავსვათ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები. აქაც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და ამავე დროს შეხვედრები სხვადასხვა მედიასთან, ჟურნალისტებთან, მესამე სექტორის წრამომადგენელებთან, ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს“- განაცხადა ბახტაძემ.