გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე: ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან

5-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ბატონ მაჭარაშვილს ვურჩევ, ცოტა მეტი იკითხოს, ევროპულ პრესას მაინც გაეცნოს, რომელიც მის მშობლიურ, რუსულ ენაზე ითარგმნება“.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, როგორ უნდა გეზიზღებოდეს ამ წარსულისა თუ აწმყოს მქონე ნომენკლატურას საქართველოს ღირსეული წინსვლა ღირსეული ევროპისკენ.


"ხალხის ძალაში" წიგნების კითხვა არ უყვართო, დეპუტატ მაჭარაშვილის მშობლიური ენა რუსული ყოფილა, ორბანი საქართველოს და ევროკავშირის მტერი და პუტინის მეგობარიაო, ხოლო 15 დეკემბერს სტატუსს არ მოგვანიჭებენო - ეს არის სალომე სამადაშვილის ბოლო განცხადებებიდან მოკლე ამონარიდი.


თქვენი არ ვიცი, მაჭარაშვილი რუსულად იგინებოდეს (არც ქართულად სხვათა შორის) - პირადად მე არ გამიგია, ხოლო სამადაშვილის ცხრასართულიანი რუსული "мат"-ი - კი ბატონო. მის დანარჩენ პროგნოზებს უფრო დაწვრილებით ალბათ 15 დეკემბერს მივუბრუნდები, ხოლო გადამეტებულმა სიცრუემ (ბავშვობაში ასე მასწავლიდნენ) ცხვირის გაზრდა იცისო.


ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, ცხოვრების წესს გვიწუნებენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან. როგორ უნდა გეზიზღებოდეს ამ წარსულისა თუ აწმყოს მქონე ნომენკლატურას საქართველოს ღირსეული წინსვლა ღირსეული ევროპისაკენ“-წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930