გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: თუ კანაფის კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მტავრობის დღევანდელ სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესაძლო რისკებზე ისაუბრა.


მისი თქმით, მთავრობას გაცნობიერებული აქვს ყველა რისკი და შესაბამისად, ამ მცენარის კულტივაცია სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა არ უნდა მოხდეს.


„ვინაიდან გვაქვს რისკები გათვითცნობიერებული, რომ არ შეიძლება, ზოგადად ამ მცენარის და ამ ნივთიერების კულტივაცია, რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის და სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ ის, რომ დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე აუცლებელია, რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას პრობლემას“, - განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930