გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში

5-12-2023

ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს, თუმცა ყველამ კარგად იცის, როგორია მისი რეიტინგი.


„დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში, როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს მას, რომ რაიმე წვლილი შეიტანოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728