გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

12-09-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოეწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის „რჩეულის“ პრეზენტაცია.
შემოქმედებითი კუთხით წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ამრიდონ ჩეგიანს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მიანიჭა. ასევე აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირმა „დიოსკურია 2005“-მა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ამრიდონ ჩეგიანი კავშირ „დიოსკურია 2005“-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩია და „მშვიდობის ოქროს ვარსკვლავისა და დროშის“ სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.
საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
ამრიდონ ჩეგიანი 1938 წლის 10 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფელ ხალდეში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარის საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1978 წელს პოეტის პირველი წიგნი - „სიმართლე“ გამოიცა. მომდევნო წლებში გამოიცა მისი სხვა კრებულებიც. 2015 წელს ამრიდონ ჩეგიანმა კრებული სახელწოდებით „რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში“ გამოსცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930