6-12-2023
ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს, ტამაშ ვარგას შეხვდა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, იანოშ ლატორკაისთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ, იანოშ ბოკასთან.