გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ლიკვიდირებულია უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, რომელმაც სიკვდილამდე ინტერნეტში დაწერა, რომ ზელენსკის დღეები დათვლილია

7-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „Украинская правда-ს“ იმ ინფორმაციას განიხილავს, რომლის მიხედვითაც მოსკოვის ოლქში ლიკვიდირებულ იქნა უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, დეპუტატის მკვლელობას წინ უძღოდა მისი ინტერნეტში გაზიარებული სტატუსი, სადაც ზელენსკის თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა.

 

„დღეს, დღისით მოსკოვის ოლქში ლიკვიდირებული იქნა უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა. გამომცემლობა „Украинская правда-ს“ ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურებიდან გაჟონილ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლელობა ორგანიზებული იქნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ამ მკვლელობას წინ უძღოდა ილია კივას დღევანდელი დილის სტატუსი მის „ტელეგრამ-არხზე“. ამ პოსტში ილია კივა ურჩევდა ზელენსკის - თავი მოეკლა და საიქიოში წაეღო მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.


მოკლული ექს-დეპუტატის აზრით, კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინისთვის ფინანსების გამოყოფაზე უარის თაობაზე, ზელენსკის დღეები დათვლილია. კივას აზრით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ზელენსკის ან გადასცემენ მოსკოვს, ან თავად გაანადგურებენ.

 

კივა ურჩევდა ზელენსკის, გაქცეულიყო ბრიტანეთში, თუმცა, იქიდან გადმოცემის პრეცედენტებიც შეახსენა და მოსკოვის მიერ ლონდონში თავისი მოწინააღმდეგეების იდუმალი მოწამვლის ფაქტებიც. ასეა თუ ისე, ამ სტატუსის დამწერი, უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, СБУ-მ დღეს რუსეთის ტერიტორიაზე გაანადგურა...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031