გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ ყველა სახის სივრცეში მარიხუანას მოხმარება დასჯადი იქნება

12-09-2018


ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და ასევე,  21 წლამდე ახალგაზრდების მიერ ყველა სახის სივრცეში მარიხუანას მოხმარება დასჯადი გახდება.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასჯადი იქნება ასევე 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში.

 

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში.

ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი.

ასევე ჩვენი ახალი ცვლილებებით მოხდება ადმინისტრაციული დარღვევის შემთხცევაში მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის კანონის დარღვევის შემთხვევაში მაშინ ეს სამოქაალქო შეზღუდვები იქნება აუცილებელი, თუმცა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში ეს იქნება მოსამართლის დისკრეცია“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930