გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე, ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბარნა სჟიგმონდს შეხვდა

7-12-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბარნა სჟიგმონდს შეხვდა.

 

შეხვედრაზე, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილემ მკაფიოდ დააფიქსირა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბარნა სჟიგმონდს, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728