12-09-2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკიდან გაწერეს.
სარალძე რუსთაველის გამზირზე აქციასა და შიმშლობას აგრძელებს.
ზაზა სარალიძის თქმით, აქციას იქამდე გააგრძელებს, სანამ სამართალი არ აღდგება.
„ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად ვარ. ეს ალბათ დიაბეტის მომატებამ გამოიწვია, მაგრამ ექიმების მოთხვნის მიუხედავად შიმშილობას მაინც ვაგრძელებ. მე დასაკარგი არაფერი გამაჩნია. სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ მოთხოვნები იგივე რჩება. აქციას და შიმშილობას ვაგრძელებ ჩვეულებრივად, სანამ არ მივაღწევ ჭეშმარიტებას. ან ჩემს გვამს გაიტანენ აქედან, ან მივაღწევ აუცილებლად იმ სამართალს, რომელიც ჩემს შვილს ეკუთვნოდა“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, ზაზა სარალიძე გუშინ აქციაზე სამართალდამცავებთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გახდა.