8-12-2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე Expedia ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
Expedia-სა და მის პარტნიორ ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტებს შესახებ ინფორმაცია განთავსდება, მომზადება ციფრული ბანერები, კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ბაზრებია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და არაბთან გაერთიანებული საამიროები.
Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონი ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტო გაქირავების კომპანიის შესახებ.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |