გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილმა, ბელგიაში, მგვ ორგანიზაციებთან ერთად, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

8-12-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლოდა გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელ მეთიუ ბუსკეს და გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის (DGA1 ENV) ხელმძღვანელ დევორ პეკანს შეხვდა.

 

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის.


მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლები.


„დელეგაციის შემადგენლობაში კერძო სექტორის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების მონაწილეობა ნათლად აჩვენებს საქართველოს მთავრობის მზაობას, განახორციელოს მწვანე ტრანსფორმაცია და ხელი შეუწყოს ეკონომიკის ცირკულარული მოდელით განვითარებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ხაზიგაესვა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევებს.


„კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ქმნის ახალ შესაძლებლობებს. საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკავშირის წევრობისათვის, რაც მოითხოვს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან  და ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან დაახლოებას“, - განაცხადა ევროკომისიის სამეზობლოდა გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელმა მეთიუ ბუსკემ.

 

სოლომონ პავლიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ორგანიზაციებში და ნარჩენების გადამმუშავებელ კომპანიებშიც იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში ნარჩენების მართვის, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930