გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: მაქვს იმედი, რომ საზოგადოება მალე იზეიმებს სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებული სვლა გაგრძელდება

8-12-2023

დასრულდა ბუდაპეშტში ოფიციალური შეხვედრები და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, ზოგადად, ევროპა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშეა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, სტატუსის მინიჭებას ელოდება მთელი საქართველო და დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება პოზიციური იქნება.


„ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. უნდა აღდგეს ის სამართლიანობა, რაც, ერთგვარად, ერთი წლის წინ დარღვეულ იქნა. მაშინაც ვიმსახურებდით, მიუხედავად ამისა, დიდი შრომა ჩაიდო, ყველამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა მივიღოთ სტატუსი. მაქვს იმედი, რომ რამდენიმე დღეში, დეკემბრის შუა რიცხვებში მთელი ჩვენი საზოგადოება იზეიმებს ამ გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული სვლა გაგრძელდება. ჩვენ ერთად ვართ და მომავალშიც უფრო გაძლიერდება საქართველოს პოზიციები ევროპაში, რაც ძ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031