გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

9-12-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრმა, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელთან გამართა შეხვედრა და მათ სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

 

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. მათ შორის, მინისტრმა პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო.


საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მხარდაჭერას, სკოლების დაფინანსებას, მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვას და სხვა.


შეხვედრისას მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.


აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930