გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - ს ინიციატივით, ბათუმში „Startup Investment Forum - Batumi“გაიმართა

12-12-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივითა და აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორები ქსელის ორგანიზებით, ბათუმში Startup Investment Forum - Batumi გაიმართა.


ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.


მათივე ცნობით, ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის/M4EG“, ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში ბათუმის მერიის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.


„ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა.


შეხვედრა მოიცავდა ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, სადაც აქსელის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და სტარტაპებმა საკუთარი გამოცდილება დამსწრე აუდიოტორიას გაუზიარეს. ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ღონისძიების ფარგლებში, მედიალაბის გუნდმა ადგილობრივ მეწარმეებსა და ტექნოპარკის ბენეფიციარებს ვორქშოფი ჩაუტარა თემაზე - „სტარტაპი საწყის ეტაპზე: ტესტირება, მასშტაბირება და Bootstrapping-ი გადარჩენისთვის“.


პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: Socar Georgia, Medialab, GEC Consulting, KUDOS Georgia, Kettari Foundation, KLAB“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31