გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დუბაიში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

12-12-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიება სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებრივი რესურსების სექტორის მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.


ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აზიის განვითარების ბანკის კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის ირიგაციის სისტემების მოდერნიზებასა და ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას.


„აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის პირველი პროექტია, რომელიც სოფლის განვითარების სექტორში კავკასიის რეგიონში განხორციელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება წყლის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ფერმერებისთვის; ასევე,  წყლის რესურსების მდგრადი მართვა”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესზე, საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიასა და ადაპტაციის გეგმაზე, რომელიც განვითარების პროცესშია, აგრეთვე წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დასანერგად მიმდინარე რეფორმაზე.


ღონისძიებას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების ხელმძღვანელი, სექტორალური დირექტორი, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის პოლიტიკისა და პროგრამის განყოფილების, სურსათის სისტემებისა და მდგრადობის სამსახურის დირექტორი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031