გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საკითხებზე მედიატური გაიმართა

12-12-2023

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის საკითხებზე მედიის წარმომადგენლებისთვის კახეთში მედიატური გამართა. ჟურნალისტებისთვის გამართული ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირის პროექტი „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში", შვედეთის სახელმწიფო და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).


ჟურნალისტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებები, არსებული კანონმდებლობა და გამოწვევები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე.


ღონისძიებას დაესწრო ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში, „სურსათის მდგრადი სისტემების" პროგრამის ოფიცერი დენის რეისი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში და ამ მიმართულებით მედიის როლი.


ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ტური მესაქონლეობის ფერმასა და რძის საწარმოში, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებთან ერთად, ჟურნალისტებს გააცნეს, როგორ ხდება სურსათის უვნებლობის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფა „ფერმიდან სუფრამდე" პრინციპით.


სამუშაო ფორმატში გაიმართა მსჯელობა გამოვლენილი დარღვევების მედიით გაშუქების მნიშვნელობაზე. სააგენტოს ექსპერტებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930