გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა

13-12-2023

2023 წლის 12-13 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიზნით შექმნილი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის რიგით მე-10 სხდომა.


საქართველოს მხრიდან კომიტეტს თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ვაჭრობის სფეროში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი.


კომიტეტის ფარგლებში განიხილეს შეთანხმებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საბაჟო საკითხები, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საჯარო შესყიდვები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენცია, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება და სხვა.


შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს აღნიშნულ სფეროებში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომლის პირველადი პროექტი ქართულმა მხარემ მოამზადა და გადასცა ევროკომისიას. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ორმხრივად შეთანხმებულ პრიორიტეტულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის DCFTA-იდან მიღებულ სარგებელს. მსგავსი გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ მოლდოვასა და უკრაინას.
შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930