გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში

13-12-2023

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე.


მისი თქმით, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის, აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს.


დაფინანსების ჯამური მოცულობიდან:


• 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე;
• 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად;
• სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს;
• პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი;
• სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930